ჰოლივუდის მსახიობები ტრამპის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ამერიკის კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოვებაზე თეთრი სახლის ლიდერი 7 მუსლიმანური ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის ჩაკეტვის გამო გააკრიტიკეს. ცერემონიის წამყვანმა ეშტონ კუჩერმა სოლიდარობა უცხოეთის იმ მოქალაქეებს გამოუცხადა, რომლებიც აეროპორტებში იმყოფებიან და ამერიკის ტერიტორიაზე შესვლას ვერ ახერხებენ. ტრამპის მწვავედ გააკრიტიკეს ჯულია ლუი დრეიფუსმა და უილიამს მეისმაც.