დონალდ ტრამპს საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების გამო თურქეთის პრემიერ-მინისტრიც აკრიტიკებს. საგანგებო განცხადება ბინალი ილდირიმმა ბრიტანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, ლტოლვილებისთვის დაბრკოლებების შექმნით ტრამპი პრობლემებს ვერ გადაწყვეტს.
„კედლები ინგრევა, ისე, როგორც ბერლინის კედელი დაინგრა. პრობლემებს არ უნდა დაემალო. მათ თვალი უნდა გაუსწორო,“-აღნიშნა ილდირიმმა.