თათრეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა იგეგმება. როგორც რუსული მედია წერს, თათრეთის მთავრობა რუსულ ავიაკომპანიებთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა საქართველოს, ისრაელისა და ჩინეთის მიმართულებით პირდაპირი, რეგულარული რეისები დაინიშნოს.
„ამ წლის გეგმებშია ფრენების დაწყება რიგისა და ერევნის მიმართულებით. ასევე რუსულ ავიაკომპანიებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ფრენების დაწყებაზე თბილისის, თელ-ავივისა და პეკინის მიმართულებით“, აცხადებს თათრეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი ლენარ საფინი.