2016 წელს ტურისტებისათვის ყველაზე პოპულარული ქვეყანა ესპანეთი გახდა. ЕС Eurostat-ის ინფორმაციით, 2016 წელს ტურისტებისათვის ევროპაში ყველაზე მიმზიდველი და პუპილარული ესპანეთი იყო.
2016 წელს ტურისტებმა, ესპანეთის სასტუმროებში სულ მთლიანობაში, 454 მლნ ღამე გაათენეს, რაც 8 %-ით მეტია 2015 წლის მონაცემებთან.
რეიტინგში მეორე ადგილზე იმყოფებიან საფრანგეთი და იტალია, სადაც თითოეულ ქვეყანაში ტურისტებმა მთლიანობაში ღამისთევა 395 მლნ-ჯერ განახორციელეს. სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული მაჩვენებლები საფრანგეთის შემთხვევაში 4,6%-ითაა შემცირებული, ხოლო იტალიის შემთხვევაში უცვლელია.
მესამე ადგილზე გერმანიაა, სადაც ტურისტებმა მთლიანობაში 390 მლნ ღამისთევა განახორციელეს, ზრდა 2,8%-ი იყო.