საბერძნეთის უმაღლესმა სასამართლომ 8 თურქი მოსამსახურის ექსტრადიციაზე უარი თქვა. თურქული მხარე მათ ბრალს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებდა. 15 ივლისის არშემდგარი გადატრიალების შემდეგ თურქი ოფიცრები საბერძნეთის საზღვარზე გადავიდნენ და ათენს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვეს. ოფიციალურმა ანკარამ მათი ექსტრადიცია რამდენჯერმე მოითხოვა, თუმცა ათენმა თურქეთის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. ამის გამო ერდოღანის მთავრობა ათენს ამბოხებულთა მფარველობაში ადანაშაულებს.