ისრაელი მზადაა 100 ობლად დარჩენილი სირიელი ბავშვი შეიფაროს. ამის შესახებ ებრაული მედია მთავრობის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. ტელეარხ Channel 10 News-ის ინფორმაციით, ლტოლვილი ბავშვები ისრაელის დროებით მოქალაქეობას მიიღებენ, 4 წლის შემდეგ კი მუდმივი მოქალაქის სტატუსი მიეცემათ. ამ დროის განმავლობაში მათ შესაძლოა მეურვეები ან შვილად აყვანის მსურველები გამოუჩნდეთ.