აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციამ წევრების თაფლის ჩამოსხმა დაიწყო. აღნიშნული ბრენდირებული ნაწარმის შეძენა მარკეტებში უკვე შესაძლებელია.
„თაფლი შემოწმებული და მაღალი ხარისხისაა. ასოციაცია აღნიშნული ღონისძიებებით ეხმარება თავის წევრ მეფუტკრე ფერმერებს თავი დაიმკვიდრონ ქვეყნის შიდა ბაზარზე და წარმოაჩინონ ქართული თაფლის უნიკალურობა», განმარტავენ აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციაში.
მარკეტინგში მოხვედრილი ნაწარმი უკვე დიდ მოწონებას იმსახურებს, როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ასევე უცხოელ ვიზიტორებში.