25 იანვარის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6922 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6891 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.31 ლარი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8941 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8867 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.74 ლარი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.7059 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.3846 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 26 იანვარიდან შევა ძალაში.