თურქეთის სახელმწიფო კომპანია ÇAYKUR-ი საექსპორტო არეალს აფართოებს, აღნიშნულის შესახებ განცხადება კომპანიის გენერალურმა დირექტორმა იმდატ სიუთოღლუმ გააკეთა.
მისი განმარტებით, უკვე გაფორმებულია გრძელვადიანი კონტრაქტი კომპანია Mentacom Limited-თან.
„იმისათვის, რომ ებრაელ ხალხს მივყიდოთ პროდუქცია ამისათვის საჭიროა „ქაშერის სერთიფიკატი“. ÇAYKUR-ი აწარმოენს ინტენსიურ მუშაობას, რათა ეს დოკუმენტი მოიპოვებს“, განაცხადა სიუთოღლუმ.
დღეისათვის თურქეთი ჩაის ექსპორტს 88 ქვეყანაში აწარმოებს. წლის ბოლომდე ÇAYKUR-ი საექსპორტო ბაზრების რაოდენობის გაზრდას 100-მდე გეგმავს.