საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი მე-13 საკონსულტაციო საბჭოს შეხვედას, 26 იანვარს სასტუმრო "ჰოლიდეი ინ თბილისსში" გამართავს.
საბჭოს წევრებთან შეხვედრას სპეციალური მოწვევით დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია.
შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრი გააკეთებს პრეზენტაციას ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესახებ; გიორგი გახარია კი მიმოიხილავს ქვეყნის ეკონომიკურ სტრატეგიას.
ბიზნეს გარემოსა და მთავარი გამოწვევების შესახებ ისაუბრებს საერთაშორისო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ფადი ასლი.
ერიკ ლივნი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის პრეზიდენტი და საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეკონომიკური კომიტეტის თავჯრომარე წარადგენ საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზებული 10 პუნქტიანი გეგმის ანალიზს მშპ-ს ზრდასთან დაკავშირებით.
საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე, საერთაშორისო სავაჭრო პალატა წარადგენს ჟურნალ ICCommerce-ის მერვე გამოცემას.
საკონსულტაციო საბჭო ერთადერთი და გამორჩეული ორგანოა საქართველოში არსებულ ბიზნეს ორგანიზაციებს შორის, რომლის შემადგენლობაშიც შედის ათი ელჩი, სამი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისა და ორი საერთაშორისო ორგანიზაციის თავმდჯომარეები. ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი საკითხების
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი საქართველოში არის უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს 6.5 მილიონ ბიზნეს ორგანიზაციასა და 12.000 სავაჭრო პალატას. საერთაშორისო სავაჭრო პალატა რეგულარულად კონსულტაციებს გადის გლობალურ დონეზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: G8, G20, მსოფლიო ბანკი, WTO, WCO და UN. საქართველოში, საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი და ყველაზე გავლენიანი ბიზნეს ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 350-ზე მეტ კორპორატიულ წევრს, ახალგაზრდული პროექტის სტუდენტებს, 28 ბიზნეს და არასამთავრობო ორგანიზაციას.