2016 წლის ნოემბრის თვეში საუდის არაბეთმა ნავთობის მოპოვება ისტორიულ მაქსიმუმ მაჩვენებლამდე გაზარდა, აღნიშნულია Joint Organization Data Initiative (JODI)-ის მონაცემებში.
გასული წლის ნოემბერში ნავთობის წარმოებამ შეადგინა 10,72 მლნ ბარელი/დღე-ღამეში ოქტომბრის თვის 10,625 მლნ ბარელის მაჩვენებელთან შედარებით. 2015 წლის ნოემბერში ქვეყანა მოიპოვებდა 10,186 მლნ ბარელს/დღე-ღამეში.
ამასთან, 2016 წლის ნოემბრის თვეში საუდის არაბეთმა გაზარდა ნავთობის ექსპორტი 8,258 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში წინა თვის 7,636 მლნ ბარელის მაჩვენებელთან შედარებით. 2015 წლის ნოემბერში ექსპორტმა შეადგინა 7,719 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.
JODI-ის მონაცემებით, 2016 წლის ნოემბერში ნავთობის მოპოვებამ ერაყში შეადგინა 4,8 მლნ ბარელი/დღე-ღამეში ოქტომბრის თვის 4,776 მლნ ბარელის მაჩვენებელთან შედარებით. ხოლო წარმოება ვენესუელაში კვლავ მინიმუმ მაჩვენებელზე დგას 2003 წლის შემდეგ: ნოემბერში მან შეადგინა 2,276 მლნ ბარელი/დღე-ღამეში წინა თვის 2,316 მლნ ბარელის მაჩვენებელთან შედარებით.