პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის შედეგები უკვე სახეზეა. ახალი პროგრამის ამოქმედებიდან მცირე დროში პროგრამას უკვე მე-17 ბენეფიციარი ჰყავს, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით სასტუმროს მშენებლობასა და ინვენტარით აღჭურვას შეძლებს.
შპს „ოაზისი“ რომელიც 10 ნომრიანი, კერძოდ 24 ადგილიანი სასტუმრო იქნება, ახალი კომპონენტის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთის დიდ ნაწილს, 11%-დან 8 პროცენტს მეწარმეობის განვითარების სააგენტო დაფარავს.
სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ჯამური ინვესტიცია 285 536 ლარს შეადგენს, ხოლო სასტუმრო, რომლის გახსნა 2017 წლის ივლისის თვეში იგეგმება, პირველ ეტაპზე 10 ადამიანს დაასაქმებს.
ახალი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს წყალტუბოში, სოფელ თერნალში. აღსანიშნავია, რომ ახალი სასტუმროების გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმის სფეროს განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობას დაასაქმებს და მომხმარებლებისათვის კეთილმოწყობილი გარემოს შექმნის.