იტალიელმა მაშველებმა 3 ლეკვი გადაარჩინეს. ისინი გასულ კვირას ზვავში მოყოლილ სასტუმროში იყვნენ ჩარჩენილები. სამსართულიანი სასტუმრო „რიგოპიანო“ ზვავმა 18 იანვარს დაფარა. მაშველებმა 7 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ნაპოვნია 7 ცხედარი. 22 ადამიანის ბედი კი ამ დრომდე უცნობია.