თურქული ჩაის მწარმოებელი სახელმწიფო კომპანია ÇAYKUR-ი საექსპორტო არეალს აფართოებს. კომპანიის ხელმძღვანელის იმდატ სიუთლოღლუს განმარტებით, კომპანია აქტიურად მუშაობს, რათა თურქული ჩაი ნიგერიის ბაზარზე გაიტანოს.
„ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას საზღვარგარეთ ბაზრების გაფართოებითვის. უკვე აქტიურად ვაწარმოებთ შეხვედრებს, რათა ჩაი ნიგერიაშიც გავყიდოთ“, აცხადებს ÇAYKUR-ის ხელმძღვანელი.
უკვე ცნობილია, რომ ÇAYKUR-ი Hamada Group-თან აპირებს ხელშეკრულების გაფორმებას, რომელიც ნიგერიის ბაზარზე უმსხვილესი საბითო მიმწოდებელია. მხარეები მორიგ შეხვედრას 2017 წლის მარტშიც გეგმავენ.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის თურქული ჩაი მსოფლიოს 88 ქვეყანაშია წარმოდგენილი.