ჩინურმა რობოტმა თავისი პირველი სტატია გამოაქვეყნა. ჩინური მედიის ინფორმაციით, რობოტმა რეპორტიორმა სიაო ნანმა, რომელიც ჩინელი პროფესორის მიერ შეიმნა, ქალაქ გუანჩჟოუს ყოველდღიურ გაზეთ Southern Metropolis Daily-ში პირველი სტატია დაბეჭდა, რომელიც საახალწლოდ ჩინელების მოგზაურობის ზრდას ეხებოდა.
სიაომ სტატიის წერა რამდენიმე წამში დაასრულა.
სტატია 300 იეროგლიფისგან შედგებოდა. თუმცა როგორც რობოტის შემქმნელი განმარტავს მას უფრო სიღრმისეული, გაანალიზებული და დიდი მოცულობის სტატიის წერაც შეუძლია.
არ გამოირიცხება, რომ მალე ჩინურმა მედია საშუალებებმა რობოტები ასისტენტებად აიყვანონ.