თბილისის სპორტის სასახლეში ,,ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა მიმდინარეობს. რეგისტრაცია 6870-მა დელეგატმა გაიარა. ისინი პოლიტსაბჭოს წევრებს და თავმჯდომარეებს აირჩევენ.
ყრილობაზე არ აირჩევენ პარტიის თავმჯდომარეს. ენმ-ის წევრების თქმით, ეს პოსტი ვაკანტური დარჩება იქამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი პოლიტდევნილია. ასევე, არ აირჩევენ ახალ გენერალურ მდივანს და ამ თანამდებობას ვანო მერაბიშვილი შეინარჩუნებს.
ღონისძიება საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.