ავიაკომპანია Orenburzhye კრასნოდარიდან და სოჭიდან სოხუმის მიმართულებით ფრენებს არ გეგმავს. როგორც ცნობილია ავიაკომპანიის ვებგვერდზე განტავსდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდა, რომ Orenburzhye კრასნოდარიდან და სოჭიდან საქართველოს რამდენიმე ქალაქის, მათ შორის ოკუპირებული სოხუმის მიმართულებით ფრენების განხორციელებას გეგმავდა.
როგორც ორენბურგის აეროპორტის მარკეტინგის სამსახურში აცხადებენ, ავიაგადამზიდავი სოხუმის მიმართულებით ფრენების დაწყებას არ აპირებს და ოფიციალურ საიტზე ინფორმაცია შეცდომით იყო განთავსებული.
უკვე გაცხადებული გეგმის მიხედვით, Orenburzhye მიმდინარე წელს კრასნოდარი-თბილისის, კრასნოდარი-ბათუმის, კრასნოდარი-ქუთაისის, სოჭი-ბათუმისა და სოჭი-ქუთაისის მიმართულებით გეგმავს ფრენების დაწყებას.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Orenburzhye ორენბურგის აეროპორტშია ბაზირებული და ფლობს თვითმფრინავებს: «АН-2» და «Let L410».