საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ,,ნაციონალურ მოძრაობაში” გაწევრიანდა.
„მე უკვე აღარ ვარ მოწვეული წევრი. შეგიძლიათ, ჩამთვალოთ, როგორც ამ ორგანიზაციის წევრად. მგონია, რომ ამ პარტიის და ზოგადად, საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში ძალიან სასიხარულო მოვლენასთან გვაქვს საქმე. მომავალზე რომ ვსაუბრობთ, ორ მიზანზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება - ეს არის შიდა პარტიული დემოკრატია და მეორე, რომ პარტია ჩადგეს ხალხის სამსახურში“, - განუცხადა ჟურნალისტებს სპორტის სასახლეში, პარტიის ყრილობის დაწყებამდე.