,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ვიდრე პარტიის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ციხეში იქნება, მის მოვალეობას აღნიშნულ თანამდებობაზე ნიკა მელია შეასრულებს.
„პარტიის წესდებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება. ტრადიციული სამდივნოები, პარტიული სტრუქტურები უქმდება. ცალკეული მიმართულებები შეიცვლება. მოხდება პროექტების დაფინანსება და ამ პროექტების მენეჯერები პარტიულ საქმიანობას მართავენ“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, დელეგატები და ყრილობაზე მიწვეული სტუმრები იკრიბებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მეშვიდე ყრილობაზე 7136 დელეგატი და 3000-მდე სტუმარია მიწვეული.