აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,3 მლნ ბარელით ანუ 0,5%-ით გაიზარდა და შეადგინა 485,5 მლნ ბარელი.
ბენზინის მარაგები გაიზარდა 6 მლნ ბარელით ანუ 2,5%-ით და შეადგინა 246,5 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები შემცირდა 1 მლნ ბარელით ანუ 0,6%-ით და შეადგინა 169,1 მლნ ბარელი.
ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში არ შეცვლილა და შეადგენს 696.0 მლნ ბარელს.