ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (ოპეკი) გენერალური მდივნის მოჰამედ ბარკინდოს განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ ქვეყნები ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ შეთანხმებას მაღალ დონეზე შეასრულებენ.
"მე კვლავ დარწმუნებული და მეტად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმაზე, რომ 24 მონაწილე ქვეყნის მიერ თანამშრომლობის დეკლარაციის შესრულების დონე მეტად მაღალი იქნება"- აღნიშნა მან.
ცნობისათვის, 2016 წლის 30 ნოემბერს ოპეკის მიერ მიღებულ იქნა შეთანხმება ნავთობის მოპოვების 1,2 მლნ ბარელით/დღეში შემცირებასთან დაკავშირებით 32,5 მლნ ბარელამდე. დეკემბერში ამ შეთანხმებას ოპეკის არაწევრი სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ.