ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური პროექტების საჯარო განხილვას იწყებს. პროექტების შემუშავება საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით მოხდება. სოციალურ ქსელში ეტაპობრივად წარმოდგენილი იქნება ქალაქში არსებული წრიულების ესკიზების რამდენიმე ვარიანტი. გამარჯვებული ესკიზი ხმათა უმრავლესობით გამოვლინდება და მითითებულ წრიულზე განთავსდება.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, წარმოგიდგენთ თამარ მეფის გზატკეცილზე, ,,ბათუმი ცენტრალის“ მიმდებარე წრიულის ესკიზებს. სამსახურის მიერ შემუშავებული წესების მიხედვით, ვირჩევთ სასურველ ფოტოს შესაბამისი ნომრით და ვწერთ კომენტარში. ესკიზების შერჩევა შემდგომშიც ასეთი სახით გაგრძელდება.