დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წელს 2721 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2015 წელთან შედარებით 3 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 739 მლნ. აშშ დოლარი (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1983 მლნ. აშშ დოლარი იყო (1 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 23 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 35 პროცენტი და იმპორტში 20 პროცენტი (2015 წელს შესაბამისად 28, 38 და 25 პროცენტი). 2016 წელს დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 16 პროცენტი (2015 წელს 20 პროცენტი).