“უსამართლოდ, მაგრამ მოგებული არჩევნების შემდეგ 40%-იანი ნდობა მაინც არის დაბალი ლეგიტიმაცია ნებისმიერი მთავრობისთვის,”,-ასე აფასებს NDI-ის კვლევას ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის გიორგი კანდელაკი.
“მაგალითად 2013 წელს მათ ბევრად მეტი ჰქონდათ მოგებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ამავე დროს ეს კვლევა დაემთხვა კრიზისს მთავარ ოპოზიციურ პარტიაში, როცა ეს კვლევა ტარდებოდა.
მომავალში ჩვენი ძალა ამომრჩეველს დაანახებს ყოვლად უკომპრომისო ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან, მისი არაკომპენტენტურობის და შეცდომების გამოაშკარავებას”,-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.