"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ტელეკომპანია "პირველთან" საუბრისას აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა ჰილარი კლინტონის სააჩევნო კამპანია.
"ახლა მე გეტყვით ექსკლუზივს და საერთაშორისო სკანდალი ატყდება, ბატონი ივანიშვილი აფინანსებდა ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიას. ამავე დროს ბატონმა ივანიშვილმა დონალდ ტრამპს წაართვა ბიზნეს პროექტი "ტრამპ თაუერი", რომელიც საქართველოში უნდა აშენებულიყო, ეს იყო სერიოზული ბერკეტი, რომ უფრო ახლოს ვყოფილიყავით ამერიკის ახალარჩეულ პრეზიდენტთან და ამერიკის მთავრობასთან", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.a