უახლოეს დღეებში ვენესუელა წარმოადგენს თავის ახალ ინიციატივას მსოფლიო სანავთობო ბაზარზე ფასების სტაბილიზაციასთან დაკავშირებით. ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ.
"მომავალ კვირას ვენესუელა წარმოადგენს ახალ შეთავაზებას ნავთობის რეალისტური და სამართლიანი ფასების სტაბილიზაციის ახალ ფორმულასთან დაკავშირებით, რათა ის ყველა იმ ხელისუფლებამ შეისწავლოს და განიხილოს, რომელთაც ხელი მოაწერეს ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმებას", - განაცხადა მან.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 25 ნავთობმომპოვებელი ქვეყნის შეხვედრის გამართვა კატარში. მისი თქმით, "ძალიან მალე" ის ამ სახელმწიფოებში სპეციალურ დელეგაციას გაგზავნის.