ირანის შემოსავალი ნავთობისა და გაზის კონდენსატის გაყიდვებიდან მიმდინარე ირანულ წელს (სრულდება 20 მარტს) შეადგენს 41 მილიარდ დოლარს, ვარაუდობს ქვეყნის ნავთობის მინისტრი ბიჯან ზანგანე.
მისი გათვლებით, ირანული წლის ბოლოსთვის ნავთობისა და გაზის კონდენსატიდან მიღებული შემოსავალი გაიზრდება 41 მლრდ დოლარამდე. დაახლოებით 24,7 მლრდ დოლარი სანავთობო შემოსავლის სახით მიღებულ იქნა მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში.
მინისტრის თქმით, ბოლო 3 წლის განმავლობაში დამუშავებულ იქნა სამხრეთ პარსის საბადოს 11 ახალი ფაზა.
ზანგანეს პროგნოზით, ოპეკის წევრი და არაწევრი ქვეყნები შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით. შედეგად ბაზარზე ნავთობის ზედმეტობა შემცირდება, ხოლო ნედლეულის ფასი - გაიზრდება.