აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან და ბათუმის ბულვარის დირექტორ ეთერ მაჭუტაძესთან ერთად ახალ ბულვარში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
ამ ეტაპზე ახალ ბულვარში ხე-მცენარეებისა და მწვანე ნარგავების გასხვლა-გაცელვის, ნიადაგის გაფხვიერების, გაკრეჭა-დაბარვის, ფილაქნების სარეველებისაგან გაწმენდის და დაზიანებული ფილების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვლის ბოლომდე დასრულდება.
ზურაბ პატარაძემ და რამაზ ბოლქვაძემ ახალ ბულვარში მარადმწვანე მაგნოლიისა და მუხის ხის დარგვაში მიიღეს მონაწილეობა.