ბოლო 15 წლის განმავლობაში თურქეთმა ავეჯის წარმოება გააძლიერა და ქვეყანამ ექსპორტის კუთხით მოახერხა და მსოფლიო რეიტინგში 23-ე ადგილიდან მე-12 ადგილზე გადმოინაცვლა.
სტამბოლის ავეჯის ექსპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ახმეტ გიულეჩის განმარტებით, 2001-2016 წლებში ავეჯის წარმოებაში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა 1 მლნ დოლარიდან 1 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.
„ჩვენი მიზანია, რომ 2023 წლისთვის თურქეთი ავეჯის წარმოების მხრივ მსოფლიო რეიტინგის TOP-5-ში შევიდეს“, აცხადებს გიულეჩი.