"ჩვენმა ამ პოზიციამ რიგ კლინიკებს შეუქმნა მცდარი მოლოდინები. მათ დაიწყეს ზრუნვა იმაზე, რომ თანხა დაეხარჯათ მენეჯმენტის კეთილდღეობაზე, დივიდენდებზე და მინიმალური მიემართათ პაციენტებისთვის. ამის ატანას არც ვპირებდით და არც მომავალში ვაპირებთ",- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"საყოველთაო ჯანდაცვა უდაოდ და დადასტურებულად მიჩნეულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი, რომელმაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მისცა შვება. ამ ოთხი წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს არც ერთხელ გამოუყენებია რეპრესიული მეთოდები, სამაგალითო დასჯები და ა.შ. არც მომავალში ვაპირებთ ამის გაკეთებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ დავიცავთ სახელმწიფო ინტერესებს. ვფიქრობ, ჩვენმა ამ პოზიციამ რიგ კლინიკებს შეუქმნა მცდარი მოლოდინები. მათ დაიწყეს ზრუნვა იმაზე, რომ თანხა დაეხარჯათ მენეჯმენტის კეთილდღეობაზე, დივიდენდებზე და მინიმალური მიემართათ პაციენტებისთვის. ამის ატანას არც ვპირებდით და არც მომავალში ვაპირებთ",- აღნიშნა სერგეენკომ.