ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს.
კითხვაზე, დაუჭერდით თუ არა მხარს ხმის ელექტრონულად მიცემას, როდესაც ხალხი საარჩევნო უბანზე მიდის და ქაღალდის ბიულეტენის ნაცვლად კომპიუტერის გამოყენებით აძლევს ხმას, 59% დადებითად პასუხობს, 31% უარყოფითად.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება +/- 1.8%-ია. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.