2012 წლის არჩევნების პერიოდში უფრო მეტი ძალადობა იყო, ვიდრე 2016 წელს, - ასეთ შედეგებს აქვეყნებს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), კვლევის შედეგების თანახმად.
გამოკითხულთა 12% მიიჩნევს, რომ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ძალადობა უფრო მეტი იყო, ვიდრე 2012-ში, ხოლო გამოკითხულთა 46%-ის აზრით, ძალადობას ადგილი საერთოდ არ ჰქონია.
გამოკითხულთა 18%-ს მიაჩნია, რომ 2012 წლის არჩევნების პერიოდში უფრო მეტი ძალადობა იყო, ვიდრე 2016 წელს. გამოკითხულთა 12% მიიჩნევს, რომ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ძალადობა უფრო მეტი იყო, ვიდრე 2012-ში, ხოლო გამოკითხულთა 46%-ის აზრით, ძალადობას ადგილი საერთოდ არ ჰქონია.
კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.