17 იანვრიდან ვითიბი ბანკის კლიენტებს, სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ ჩაერთონ საქართველოს მთავრობის და ეროვნული ბანკის ერთობლივ პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, დოლარში აღებული სესხის გალარებას. პროგრამის პირობების თანახმად შესაძლებელია მაქსიმუმ 40 000 დოლარის მოცულობის სესხის ლარში გადაყვანა არსებულ კურსს მინუს 20 თეთრის გათვალისწინებით. ამასთან ერთად თუ სესხის მოცულობა აღემატება დაწესებულ ლიმიტს შესაძლებელია მისი ნაწილის, მაქსიმუმ 40 000 დოლარის, გალარება.
აღნიშნული პროგრამით სუბსიდირებას ექვემდებარება 2015 წლის პირველ იანვრამდე ფიზიკური პირების ან ინდმეწარმეების მიერ აშშ დოლარში აღებული და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები.
გალარების პროგრამა გრძელდება 25 მარტამდე, განაცხადები მიიღება 17 მარტის ჩათვლით.
დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ბანკის ფილიალებს ან დაუკავშირდით ქოლ ცენტრს ნომერზე 2 24 24 24.