მე დამიჭირა ივანიშილმა და გამომიშვა ივანიშვილმა, მაგრამ იმ ზეწოლის შედეგად, რომელი ზეწოლაც მასზე იყო ,- ამბობს გიგი უგულავა ,,ტვ პირველის“ ეთერში.
უგულავას თქმით, საერთაშორისო საზოგადოების პირველი მოთხოვნა იყო, რომ დაენებებინათ თავი რუსთავი2-ის თვის. მეორე მოთხოვნა იყო ,რომ ახალი პოლიტკური რეპრესიები აღარ ყოფილიყო და მესამე იყო, რომ ეტაპობრივად გამოეშვა პოლიტპატიმრები.
უგულავას თქმით, პირველი და ლოგიკური იყო რომ სწორედ მისი საკითხი დაიძრებოდა, რადგან დანარჩენო ორი უფრო მძიმე შემთხვევა იყო ივანიშვილისთვის.
ყოფილი თანაგუნდელები გიგი უგულავას ყოფილ პრემიერთან გარიგებაში ადანაშაულებენ. ნიკა მელიამ კი ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უგულავას ირგვლივ კითხვები ბუნებრივად გაჩნდებოდა.
,,გიგი უგულავა რომ გამოსულიყო ციხიდან, თუნდაც იმ ფორმით რა ფომრითაც გამოვიდა , მოსულიყო ნაციონალურ მოძრაობაში და არ ეთამაშა ის დესტრუქციული როლი, რაც ითამაშა. იგი არ გამოსულა ციხიდან, როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი , ციხიდან გამოვიდა, როგორც სხვა პარტიის წევრი. ორ სამდღეში რომ არ დაეწტო ძაგება პარტიის ეს კითხვის ნიშნები ბუნებრივია გაქრებოდა,"- ამბობს მელია.