„ჭკვიანი აფთიაქი“ - ეს უკვე რეალობაა და ის დუბაიში ფუნქციონირებს. აფთიაქრში სადაც რობოტები არიან დასაქმებულნი დუბაიში რაშიდის საავადმყოფოს ტერიტორიაზე გაიხსნა.
აფთიაქში რობოტები მედიკამენტებს საავადმყოფოს მიერ გაცემული რეცეპტების საფუძველზე გასცემენ. რობოტებს ექიმემის კალიგრაფიაში გარკვევაც კი არ მოწევთ, რადგანაც რობოტებისათვის პრეპარატების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სპეციალური შტრიხ-კოდევის საშუალებით ხდება.
Smart-ფარმაცევტები საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობენ და მათ წუთში 12 რეცეპტის გადამუშავება შეუძლიათ.
უკვე გადაწყვეტილია, რომ რობოტები დუბაის სხვა აფთიაქებშიც დასაქმდებიან.