პარლამენტის წევრი რამაზ ნიკოლეიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელდ გთვაზობთ:
,,მოგეხსენებათ, 2016 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი გავხდი საარჩევნო ბლოკის -ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს საარჩევნო სიით. ბოლო დროს მიმდინარე პოლიტიკური პროცესებმა და ვნებათაღელვამ გადამაწყვეტინა, დავტოვო ფრაქციები, თუმცა დავრჩე უმცირესობაში დამოუკიდებელ დეპუტატად და ამგვარად გავაგრძელო საპარლამენტო საქმიანობა."- აცხადებს რამაზ ნიკოლეიშვილი.
რამაზ ნიკოლაიშვილის მიმართვა დღეს პარლამენტის ბიურომაც ცნობად მიიღო.