"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ გამოკითხულთა 17 % აცხადებს, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მისი და მისი ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო 26 %-ს თქმით, გაუარესდა.
ამასთან, გამოკითხულთა 56 % მიიჩნევს, რომ ის და მისი ოჯახი იგივე მდგომარეობაშია, როგორც 2012 წლის ოქტომბრამდე იყო.
კითხვაზე, რა იყო თქვენი შემოსავალი გასულ თვეს, უმეტესობა, მოსახლეობის 23% პასუხი 261-400 ლარია, 21% - 401-800 ლარი.
მხოლოდ 3% პასუხობს 1600 ლარზე მეტს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი - 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარია +/- 1.8%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.