ბრიტანული ეროვნული ვალუტა უფასურდება. გირვანქა სტერლინგის კურსი დოლართან მიმართებაში 1,2, ევროსთან მიმართებაში კი 1,13 ნიშნულამდე დაეცა. ბირჟის ანალიტიკოსები ბრიტანული ვალუტის გაუფასურებას დღეისთვის დაგეგმილ პრემიერის გამოსვლას უკავშირებენ. არ არის გამორიცხული, ტერეზა მეიმ ერთიანი ევროპული ბაზრიდან გასვლის შესახებ განაცხადოს.