13 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7211 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7372 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.61 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8961 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9091 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.30 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.7145 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ბრიტანული ფუნტი და 3.3233 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 14 იანვრიდან შევა ძალაში.