ბათუმში სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ ახალი სერვის-ცენტრი გაიხსნა. ცერემონიას ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ. სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ ფილიალი ბათუმში 2010 წლიდან ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე, კომპანიამ აჭარაში წარმომადგენლობის გაფართოება განახორციელა.
სადაზღვევო კომპანია „ირაო“ ვენის სადაზღვევო ჯგუფის მფლობელობაშია. აღნიშნული ჯგუფი რეგიონის 25 ქვეყანაში 50 სადაზღვევო კომპანიას ფლობს.
„ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის. სადაზღვევო სეგმენტის გაზრდით, მოიმატებს კონკურენცია და მოსახელობას მიეცემა საშუალება აირჩიოს მისთვის მისაღები სერვისი“-განაცხადა გიორგი ერმაკოვმა.