ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ძი იანჩი “აბრეშუმის გზის“ ფარგლებში ინვესტიციების ზრდას პროგნოზირებს. დიპლომატი ამბობს, რომ ჩინეთ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ ორი ქვეყნის ურთიერთობები სავაჭრო-ეკონომიკური და ინვესტიციების მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება.
„გასულ წელს, ჩინეთისა და საქართველოს მთავრობებმა ბევრი გააკეთეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის.
მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც 2016 წელს დაფიქსირდა იყო ის, რომ წარმატებით დასრულდა შეთამხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე.
დღეისათვის ორივე ქვეყანაში მიმდინარეობს იურიდიული პროცედურები ხელშეკრულების რატიფიცირებისათვის. მიმაჩნია, რომ 2017 წელი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება და თუ კი მოხერხდება ხელმოწერილი იქნება ეს მნიშვნელოვანი შეთანხმება.
ეს ხელშეკრულება იძლევა საშუალებას ჩინეთსა და საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდეს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში და ინვესტიციების მიმართულებით.
„აბრეშუმის გზის“ პროექტი წარმატებით ხორციელდება და მივიჩნევ, რომ ყველა ინვესტიცია ამ პროექტთან იქნება დაკავშირებული. მივიჩნევ, რომ ამ მხრივ საინტერესო იქნება ინფრასტუქტურის, სოფლის მეურნეობისა და საფინანსო სექტორები.
ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და ჩინეთმა და საქართველომ საკუთარი პოტენციალი კარგად უნდა შეაფასონ და თანამშრომლობა უფრო საქმიანი და წარმატებული გახადონ. ერთობლივად განახორციელონ ეს პროექტი.
ვიმედივნებ, რომ მამლის წელი ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების წელი იქნება“, განაცხადა ძი იანჩიმ.