ევროპული საბჭო და ევროპარლამენტი შესაბამის შეთანხმებას მარტის დასაწყისში მოაწერენ ხელს. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ინფორმაციით, საქართველოს საკითხზე მომხსენებელი მარია გაბრიელი აცხადებეს, რომ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ გადაწყვეტილების ამოქმედებას 20 დღე არ დასჭირდება და ეს სამ დღეში იქნება შესაძლებელი.
„მაქვს დიდი იმედი, რომ რამდენიმე კვირაში საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზო მოგზაურობას შეძლებენ. საბჭომ მომცა პირობა, რომ შეთნახმება შეიძლება, ხელმოწერისთანავე გამოქვეყნდეს ჟურნალაში და 20 დღის ნაცვლად, სამ დღეში შევიდეს ძალაში. ანუ, პრინციპში საბჭო მზად არის, შეთანხმებას მარტის დასაწყისში მოეწეროს ხელი“,-აღნიშნა მარია გაბრიელმა.
ევროპარლამენტში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას 2 თებერვალს უყრიან კენჭს.