აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 4,1 მლნ ბარელით ანუ 0,9%-ით გაიზარდა და შეადგინა 483,1 მლნ ბარელი.
ბენზინის მარაგები გაიზარდა 5 მლნ ბარელით ანუ 2,1%-ით და შეადგინა 240,5 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები გაიზარდა 8,4 მლნ ბარელით ანუ 5,2%-ით და შეადგინა 170 მლნ ბარელი.
ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში არ შეცვლილა და შეადგენს 696.0 მლნ ბარელს.