2016 წლის გლობალურმა სარეკლამო ბრუნვამ 532 მილიარდ აშშ. დოლარს მიაღწია, რაც HIS Markit-ის მიხედვით 2015 წლის ბრუნვაზე 7.1 პროცენტით მეტია. ძირითადად ეს გამოწვეულია ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენებით, როგორიცაა ოლიმპიადა, ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში და ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები. ლონდონში დაარსებული ინსაიტების კომპანია აცხადებს, რომ ტელევიზია ყველაზე პოპულარული სარეკლამო მედიუმი იყო, რომელმაც $192 მილიარდი დააგენერირა, რაც მთლიანი ბრუნვის 36%.
IHS Markit-მა ასევე იწინასწარმეტყველა, რომ ინტერნეტ რეკლამა სატელევიზიო რეკლამას 2020 წლისთვის გადაასწრებს. 2016 წელს, ციფრულმა რეკლამამ $160 მილიარდი შეადგინა, რაც მთლიანი სარეკლამო ბრუნვის 30%.