საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელი, ევროპარლამენტარი მარია გაბრიელი LIBE - ს მიერ, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერას "ტვიტერში" ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროპარლამენტი საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს
,,საქართველოს ვიზალიბერალიზაციისადმი დიდი უმრავლესობის მხარდაჭერით ევროპარლამენტი აგზავნის მტკიცე სიგნალს, რომ საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს”, - წერს მარია გაბრიელი.
ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტი (LIBE) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.