ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტი (LIBE) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა. საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას კომიტეტის 42-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ორმა დეპუტატმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
როგორც LIBE-ს კომიტეტის "ტვიტერის" ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭისყრა თებერვალში გაიმართება. ამჟამად პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის განხილვის სავარაუდო თარიღად 2 თებერვალია მითითებული.
LIbE-ს კომიტეტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე კენჭისყრა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც ევროკავშირის საბჭოს მუმდივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (Coreper) 13 დეკემბერს დაადასტურა ევროპარლამენტთან აღნიშნულ საკითხზე მიღწეული შეთანხმება.