2016 წელს თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი (THY) 62,8 მლნ მგზავრს მოემსახურა. ეს იმ ფონზე, როდესაც 2015 წელს კომპანიის მგზავრთნაკადი 61,2 მლნ ადამიანს შეადგენდა. 2016 წელს მგზავრთნაკადის ზრდა 2,5%-ის დონეზე დაფიქსირდა.
Turkish Airlines-ის ინფორმაციით, 2016 წელს შიდა რეისებზე მგზავრების რაოდენობა 3,8%-ით გაიზარდა, ხოლო საერთაშორისო რეისებზე 1,5%-ით.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ავიაკომპანიამ 720 ათასი ტონა ტვირთი გადაზიდა, 2016 წელს კი 876 ათასი ტონა, ანუ ზრდამ 21,7%-ი შეადგინა.
2015 წელის დეკემბერში Turkish Airlines-ი 284 ქალაქის მიმართულებით დაფრინავდა, 2016 წლის დეკემბერში კი 295 ქალაქის მიმართულებით.