11 იანვარს განხორციელდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ვიზიტიირანის ისლამურ რესპუბლიკაში. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ირანის მიზანშეწონილობის საბჭოსთავმჯდომარისა და ყოფილი პრეზიდენტის, აიათოლა აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის გარდაცვალებასთანდაკავშირებულ სამგლოვიარო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა თავის ირანელ კოლეგასთანმუჰამედ ჯავად ზარიფთან. შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივიურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისპერსპექტივები. ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციასსავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონულსატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებს.
მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.