11 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7395 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7403 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.08 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8820 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9023 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.03 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.7108 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ბრიტანული ფუნტი და 3.3225 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 12 იანვრიდან შევა ძალაში.