2016 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების სტრუქტურა მნიშვნელოვნადაა შეცვლილი. შემცირებულია ვაჭრობისა (-1.6 პროცენტული პუქტით) და მრეწველობის (-2.2 პროცენტული პუნქტი) წილი მთლიან სესხებში, ხოლო მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მშენებლობის (2.8 პროცენტული პუქტით), ფინანსური შუამავლობისა (2.5 პროცენტული პუნქტსა) და სასტუმროებისა და რესტორნების (3.0%) წილი მთლიან სესხებში.
PMCG-ს ინფორმაციით, 2016 წლის ნოემბრის მდგომარეობით, უმოქმედო სესხების მოცულობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (9.5%, 119 მლნ. ლარი), თუმცა უმოქმედო სესხების წილი მთლიან სესხებში შემცირებულია (-0.3 პროცენტული პუნქტით) და 7.7%-ს შეადგენს, რაც მეტწილად ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებით აიხსნება. აღნიშნულ პერიოდში სპეციალური რეზერვები ფარავს უმოქმედო სესხების 51%-ს.